Monday, June 9, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

   დღეს დავასრულეთ ინტელის ტრენინგი. ყველა მსმენელმა მოახდინა  თავისი პროექტის პრეზენტაცია. ძალიან საინტერესო იყო. შვაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები .ბლოგზე დავუწერეთ ერთმანეთს კომენტარები. მართალია, რთული იყო სამუშაო დღის შემდეგ ოთხი საათი ტრენინგზე ყოფნა და ამიტომ გამეხარდა  ,რომ დასრულდა, მაგრამ მეორე მხრივ გულიც მწყდება, რადგან აქ გავიცანი საინტერესო ადამიანები და რაც მთავარია ჩვენი ნინო, რომელმაც   საქმისადმი ერთგულებით,   მშვიდი, გაწონასწორებული ბუნებით და რაც მთავარია თვისი საქმის ღრმა ცოდნით შეძლო ჩემთვის  ადვილი ყოფილიყო  ამ დიდი ინფორმაციის გათავისება და ვფიქრობ საჭირო ცოდნის დაგროვებაც მოვახერხე,
 კიდევ ერთხელ მადლობა ნინოს!!!!

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

,,ბავშვები და წიგნები"

Friday, June 6, 2014

მერვე დღის რეფლექსია

     დღს დავასრულეთ პროექტის გემის შედგენა .ვისწავლეთ ფასილიტაცია ,როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ,რომ ადვილად, ინტერნეტის გამოყენებით, ჩაატაროს კვლევა, .როგორ შევქმნათ ბლოგის დრაივში კითხვარი და როგორ მივამაგროთ ბლოგზე ამ კითხვარის მისამართი, როგორ შევამოწმოთ კვლევის შედეგები

Wednesday, June 4, 2014

მეშვიდე დღის ეფლექსია

        დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირთული იყო . ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილის შესახებ. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი რომ მოსწავლეს ზუსტი მითითებებით  გავუადვილოთ სამუშაოს შსრულება. ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება : სურათის დადება კითხვარის შექმნა,   clocklink.com  -იდან ბლოგზე საათის ჩასმა.. დიდი მადლობა ნინოს!!!

Friday, May 30, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე , ყოველი ტრენინგის შემდეგ სულ უფრო მეტი მასალის ათვისება შემიძლია ,,წინარე ცოდნა მიგროვდება"
დღეს ვისწავლე პრეზენტაციაზე ეფექტების დადება,პრეზენტაციის სლაიდშოუს სახით წარმოდგენა და ბლოგზე განთავსება. ჩვენი დაუზარელი და დაუღალავი ტრენერი ნინო დამეხმარა პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის მომზადებაში. შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის ნაწილი (საბაზო უნარები) და რაც ყველაზე სახალისო იყო ვისწავლე YouTube-დან სასარგებლო ვიდეოების ბლოგზე ატვირთვა.

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

მსოფლიო წიგნის დღეს აღნიშნავს