კიდევ ერთხელ მადლობა ნინოს!!!!
Monday, June 9, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს დავასრულეთ ინტელის ტრენინგი. ყველა მსმენელმა მოახდინა თავისი პროექტის პრეზენტაცია. ძალიან საინტერესო იყო. შვაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები .ბლოგზე დავუწერეთ ერთმანეთს კომენტარები. მართალია, რთული იყო სამუშაო დღის შემდეგ ოთხი საათი ტრენინგზე ყოფნა და ამიტომ გამეხარდა ,რომ დასრულდა, მაგრამ მეორე მხრივ გულიც მწყდება, რადგან აქ გავიცანი საინტერესო ადამიანები და რაც მთავარია ჩვენი ნინო, რომელმაც საქმისადმი ერთგულებით, მშვიდი, გაწონასწორებული ბუნებით და რაც მთავარია თვისი საქმის ღრმა ცოდნით შეძლო ჩემთვის ადვილი ყოფილიყო ამ დიდი ინფორმაციის გათავისება და ვფიქრობ საჭირო ცოდნის დაგროვებაც მოვახერხე,
Friday, June 6, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დღს დავასრულეთ პროექტის გემის შედგენა .ვისწავლეთ ფასილიტაცია ,როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ,რომ ადვილად, ინტერნეტის გამოყენებით, ჩაატაროს კვლევა, .როგორ შევქმნათ ბლოგის დრაივში კითხვარი და როგორ მივამაგროთ ბლოგზე ამ კითხვარის მისამართი, როგორ შევამოწმოთ კვლევის შედეგები
Wednesday, June 4, 2014
მეშვიდე დღის ეფლექსია
დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირთული იყო . ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილის შესახებ. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი რომ მოსწავლეს ზუსტი მითითებებით გავუადვილოთ სამუშაოს შსრულება. ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება : სურათის დადება კითხვარის შექმნა, clocklink.com -იდან ბლოგზე საათის ჩასმა.. დიდი მადლობა ნინოს!!!
Subscribe to:
Posts (Atom)